შალვა პაპუაშვილი - კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის განხორციელდება პირდაპირი ფრენები, მალე დაიწყება მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზეც
შალვა პაპუაშვილი - კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის განხორციელდება პირდაპირი ფრენები, მალე დაიწყება მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზეც

კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, ჰიუნდონგ ჩოსთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და იმ პროგრესზე, რომელიც ჩვენ შორის არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსა და კორეას შორის ურთიერთობები დინამიურია.

„დღესდღეობით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინვესტიციების ურთიერთდაცვის შესახებ. იმედი გვაქვს, მალე დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე, რადგან წინასწარი კვლევის შედეგად, მიზანშეწონილობის მხრივ, არსებობს პოზიტიური დასკვნები. მინისტრის მოადგილის მხრიდან ითქვა, რომ უკვე მალე იქნება პირდაპირი ფრენები კორეასა და საქართველოს შორის. ამასთან, ჩვენ იმედი გამოვთქვით, რომ საქართველოში მალე გაიხსნება კორეის რესპუბლიკის საელჩო. დღეს საქართველო დიპლომატიურად იფარება აზერბაიჯანიდან, ბაქოში კორეის რესპუბლიკის მიერ. ეს მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობის ინტენსივობის გაზრდისთვის, რათა სრულყოფილად იყოს წარმოდგენილი მათი მისია საქართველოში. მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ეს მათთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. იმედი გვაქვს, ეს საკითხიც მალე გადაწყდება და იქნება საელჩო. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები არის დინამიური და ჩანს, რომ ხელისუფლებებს შორის ურთიერთობების ინტენსიური გაცვლა დინამიურ ურთიერთობებს ახალ ბიძგს აძლევს. სწორედ ის შეთანხმებები, რაზეც ახლა საუბარი მიდის და რომლის მომზადებაც ხდება, შესაძლებლობას მოგვცემს, ეს ურთიერთობები არა მხოლოდ პოლიტიკურ დონეზე, არამედ ინტენსიური იყოს როგორც ბიზნესს შორისაც და ხალხებს შორისაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.