შალვა პაპუაშვილი - კიბერშეტევა მიდის ჩვენი პარალელური დათვლის ვებგვერდზე, მივმართავ შსს-ს, დაინტერესდეს ამ საკითხით
შალვა პაპუაშვილი - კიბერშეტევა მიდის ჩვენი პარალელური დათვლის ვებგვერდზე, მივმართავ შსს-ს, დაინტერესდეს ამ საკითხით

კიბერშეტევა მიდის ჩვენი პარალელური დათვლის ვებგვერდზე, მივმართავ შსს-ს, დაინტერესდეს ამ საკითხით, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

პაპუაშვილის თქმით, ერთი მხრივ, ფიზიკურად შეტევა ხდება საარჩევნო კომისიებზე და მეორე მხრივ, ვირტუალურად მიდის პარალელურად დათვლის შედეგებზე შეტევა, რათა მოხდეს შედეგების არევა.

„მიდის შეტევა ჩვენს ვებგვერდზე, სადაც ხდება პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნება. პირდაპირ არის ჰაკერული შეტევა, რათა მოხდეს გარკვეულწილად გატეხვა ამ სერვერის. ნახევარ მილიონზე მეტი მოთხოვნაა გაგზავნილი სხვადასხვა ქვეყნებიდან – ბრაზილია, ტაივანი სხვადასხვა ქვეყნები.

არ მგონია, მათ აინტერესებდეთ საქათველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ არის კოორდინირებული მოქმედება, როგორც უბნებზე და ოლქებში, ისე ვირტუალურ სივრცეში, რასაც სხვა დროსაც ვხედავდით. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, მივმართავ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ არ გამოუვათ მათ ჩაშლა ამ პროცესის. მთელი დღე იყო მშვიდობიანი, დათვლა მიდის ნორმალურად, მათ შორის დათვლილია უბნები, ერთი მხრივ, პრეტენზიების გაცხადება, რატომ არ აქვეყნებს ცესკო შედეგებს და მეორე მხრივ, ხელის შეშლა კომისიებისთვის, რომ ეს შედეგები და ოქმები იყოს გადმოგზავნილი ცესკო-ში. ეს ურთიერთგამომრიცხავი, შეიძლება, მოგვეჩვენოს, მაგრამ თუ დავურკვირდებით, ვხედავთ, რომ ამის უკან დგას განზრახვა.

რაც შეეხება ვებგვერდს, მივმართავ შსს-ს, დაინტერესდეს ამ საკითხით, ვინაიდან აქ გვაქვს კიბერშეტევის შემთხვევა. ეს როგორც ჩანს არ არის შემთხვევით, რომ ერთი მხრივ, ფიზიკურად შეტევა საარჩევნო კომისიებზე და მეორე მხრივ, ვირტუალურად მიდის სწორედ პარალელურად დათვლის შედეგებზე შეტევა, რათა მოხდეს არევა შედეგების და შემდეგ ის სცენარი, რომელიც ვიცით, რომ არსებობს „ნაციონალურ მოძრაობაში. ვნახეთ, რა ხდებოდა გუშინ, ვნახეთ, რა გეგემები ჰქონდათ მანამდე, იცით, რომ მათი ერთადერთი გეგმა არის არეულობა. მივმართავთ საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომ მათ იფხიზლონ და ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული სიმკაცრე გამოიჩინონ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.