შალვა პაპუაშვილი - ერთ მუშტად შეიკრნენ ის ძალები, ვინც დეზინფორმაციით, ტყუილით ებრძვის მართალ სიტყვას, ხვდებიან, რომ ტყუილი მარცხდება მართალი სიტყვით  
შალვა პაპუაშვილი - ერთ მუშტად შეიკრნენ ის ძალები, ვინც დეზინფორმაციით, ტყუილით ებრძვის მართალ სიტყვას, ხვდებიან, რომ ტყუილი მარცხდება მართალი სიტყვით  

სიტყვას და სიმართლეს აქვს ყველაზე დიდი ძალა და ხვდებიან, რომ მათი ტყუილი მარცხდება მართალი სიტყვით და ამ მართალ სიტყვას ებრძვიან, ეს ეპიკური ბრძოლაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით გაკრული ბანერების დაზიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გარკვეული პირები ცდილობენ, რომ მართალ სიტყვას ებძროლონ, რომელსაც საზოგადოებაზე დიდი გავლენა აქვს.

„არ არის ისტორიაში პირველად, როდესაც მართალ სიტყვას ებრძვიან. ჩვენი საზოგადოება ახლა სწორედ ამას ხედავს. ერთ მუშტად შეიკრნენ ის ძალები, ვინც დეზინფორმაციით, ტყუილით ებრძვის მართალ სიტყვას. სულ ახლახან იყო, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, „ფაქტჩეკი“, რომელიც მილიონობით უცხოურ დაფინანსებას იღებს ვითომ ტყუილის გადასამოწმებლად, თავად სოციალურ მედიაში ასპონსორებს ტყუილს. ამ დონეზეც კი არის მისული ასეთი საქმიანობა. მართალ სიტყვას ებრძვიან, რადგან სიმართლეს ყველაზე დიდი გავლენა აქვს საზოგადოებაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.