შალვა პაპუაშვილი ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა

10:39, 04.10.2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის პრეზიდენტ დომაგოი ჰაიდუკოვიჩსა და კომიტეტის წევრებს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ხორვატიის ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებისა და გაღრმავების საჭიროებას. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე. ამ მხრივ, დადებითად შეფასდა ხორვატიაში საქართველოს საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით.

ხორვატულმა მხარემ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ და გამოხატა ხორვატიის გამოცდილების გაზიარების მზაობა.

მსგავსი