შალვა პაპუაშვილი - ხაზარაძემ პარტია „ლელო“ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული დავის გამო შექმნა, გაირკვა, რომ დავა იყო თაღლითურად აწყობილი, რათა საქართველოს ბიუჯეტის 12% ჩაედო ჯიბეში
შალვა პაპუაშვილი - ხაზარაძემ პარტია „ლელო“ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული დავის გამო შექმნა, გაირკვა, რომ დავა იყო თაღლითურად აწყობილი, რათა საქართველოს ბიუჯეტის 12% ჩაედო ჯიბეში

მამუკა ხაზარაძემ პარტია „ლელო“ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული დავის გამო შექმნა. გაირკვა, რომ ეს დავა იყო აბსოლუტურად თაღლითურად აწყობილი, რათა საქართველოს ბიუჯეტის 12% ჩაედო ჯიბეში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილს დაუსვეს კითხვა, რომლის მიხედვითაც, „ლელომ“ ყაზბეგში მერობის კანდიდატად ირაკლი კუპრაძის მძღოლი წარადგინა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, „ლელომ“ 28 მუნიციპალიტეტში ვერ შეძლო მერობის კანდიდატების დასახელება.

„იცით, რომ 430 მაჟორიტარობის კანდიდატი ვერ დაასახელეეს, 1 600 კომისიის წევრი ვერ დაასახელეს და ამ ხალხს აქვს პრეტენზია ხელისუფლებაში ყოფნის? ხელის ჩამომრთმევი არ ჰყავთ და ადამიანი არ ჰყავთ, რომელიც მათი სახელით ბიულეტინზე საკუთარი სახელის და გვარის დაწერის თანხმობას მისცემს. იცის, რომ თაღლითებთან და მატყუარებთან როდესაც იქნები გარეული, საკუთარ სახელს შელახავ. „ლელოში“ აღიარებული აქვთ, რომ, რეალურად, თაღლითური მიზნით შექმნეს პარტია. თქვეს, რომ ხაზარაძემ პარტია ანაკლიის პორტთან დაკავშირებული დავის გამო შექმნა. გაირკვა, რომ ეს დავა იყო აბსოლუტურად თაღლითურად აწყობილი, რათა საქართველოს ბიუჯეტის 12% ჩაედო ჯიბეში. ყველა დონეზე, საქართველოშიც და საერთაშორისო სასამართლოებშიც, მხილებულია თაღლითური სარჩელების წარდგენაში და, შესაბამისად, პარტიაც თაღლითური მიზნით არის შექმნილი. მათი ერთადერთი მიზანი სწორედ ეს თაღლითობაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.