შალვა პაპუაშვილი - ხაზარაძე ბანდიტური საქართველოს დროინდელი ბიზნესმენია, რომელიც კომკავშირლობიდან მილიონერი გახდა, კომედიაა, 2-პროცენტიანი პარტია რომ ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბრობს
შალვა პაპუაშვილი - ხაზარაძე ბანდიტური საქართველოს დროინდელი ბიზნესმენია, რომელიც კომკავშირლობიდან მილიონერი გახდა, კომედიაა, 2-პროცენტიანი პარტია რომ ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბრობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კომედიაა, როცა 2-პროცენტიანი პარტია ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბრობს.

პაპუაშვილის თქმით, „ლელომ“ 2020 წელს არჩევნებში აიღო სამი პროცენტი, 2021 წელს კი – 2 პროცენტი, რაც ნიშნავს, რომ ერთ წელიწადში დაკარგეს ამომრჩევლები.

„რაც შეეხება „ლელოს“ სხვადასხვა სახის კამპანიას, ცდილობენ, საკუთარი მედიის საშუალებით რაღაცნაირად თავი შეინარჩუნონ მედიის დღის წესრიგში, თორემ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ მათი ყოფნა-არყოფნის სკაითხი პოლიტიკური თვალსაზრისით. არ დაგვავიწყდეს, ჩვენ ვსაუბრობთ 2-პროცენტიან პარტიაზე. ერთადერთი, რასაც „ლელომ“ მიაღწია, 2020 წელს აიღო 3 პროცენტი, 2021 წელს აიღო 2 პროცენტი. ეს არის მათი მიღწევა, რომ ერთ წელიწადში დაკარგეს ამომრჩევლები. 2-პროცენტიანი პარტია რომ საუბრობს ხელისუფლებაში მოსვლაზე, ეს თავისთავად უკვე კომედიაა. ამ კომეიდის ჟანრში არიან დიდი ხანია. ხან არითმეტიკაში აიერევიან ხოლმე, ხან თავიანთ პოლიტიკურ გზავნილებში, მათ შორის, ვნახეთ, რომ მამუკა ხაზარაძეს პირდაპირ წამოწყებული აქვს მუქარის კამპანია პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მათ შორის, ყოველკვირეული პოსტებით გამოირჩევა ბატონი ხაზარაძე. სულ ახალახან იყო ერთ-ერთი ბანერი, რომელზეც გუშინაც იყო საუბარი, რომ ვიზუალურადაც კი აბსოლუტურად მუქარის შემცველია, როცა ამ ბანერზე პირდაპირ იკვეთება მქუარა. მამუკა ხაზარაძის პიროვნების საკითხი გასაგებია. ეს არის ბანდიტური საქართველოს დროინდელი ბიზნესმენი, რომელიც კომკავშირლობიდან მილიონერი გახდა. როგორ ხდებოდნენ პოსტსაბჭოთა სამყაროში კომკავშირლები მილიონრები, ეს კარგად ვიცით, როგორც რუსული გარემოდან, ასევე,  ისიც საუბრობს, როგორ იშოვა თავისი მილიონები რუსეთში. ასე რომ, ეს ბანდიტური საქართველოს მენტალიტეტი მასში, როგორც ჩანს, ძალიან ჭარბობს და სხვა დროსაც არაერთხელ გვინახავს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამას მიაქციოს საზოგადოებამ ყურადღება.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ის გახლავთ ბანდიტური საქართველოს ეპოქის წარმომადგენელი. ადამიანი, რომელიც კომკავშირლობიდან გახდა მილიონერი. ძალიან კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა 90-იან წლებში საქართველოში, ვინ როგორ მდიდრდებოდა და, როგორც ჩანს, ეს მენტალიტეტი ჩამჯდარია მასში. ასეთი ტიპის მუქარანარევი გზავნილები, გასაგებია, როგორი მენტალიტეტიდან მოდის. ეს არის შეფარული მუქარა, რომელიც თითქოს პირდაპირ არ უნდა ჩანდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი აღქმები უნდა შექმნას ასეთი ტიპის შავმა კამპანიამ. ეს არ არის გასაკვირი ასეთი მენტალიტეტის მქონე ადამიანისგან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.