შალვა პაპუაშვილი - ხანდახან მონსტრებთან მებრძოლები თავად ხდებიან მონსტრები, როგორც ჩანს, ზოგიერთი პოლიტიკოსი ისე გაიტაცა რუსეთთან ბრძოლამ, თავად ემსგავსება რუსეთს საქართველოსთან მიმართებით
შალვა პაპუაშვილი - ხანდახან მონსტრებთან მებრძოლები თავად ხდებიან მონსტრები, როგორც ჩანს, ზოგიერთი პოლიტიკოსი ისე გაიტაცა რუსეთთან ბრძოლამ, თავად ემსგავსება რუსეთს საქართველოსთან მიმართებით

ხანდახან მონსტრებთან მებრძოლები თავად ხდებიან მონსტრები. როგორც ჩანს, ზოგიერთი პოლიტიკოსი ისე გაიტაცა რუსეთთან ბრძოლამ, რომ თავად ემსგავსება რუსეთს საქართველოსთან მიმართებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი ქვეყანა, ვინც საქართველოზე ცდილობდა სანქციებით ზემოქმედებას, რუსეთი იყო.

„30 წელია, რუსეთი სხვადასხვა მეთოდს ინსტრუმენტად იყენებდა, რათა გავლენა მოეხდინა ქართველ ხალხზე და მისთვის სასურველი გადაწყვეტილებებისკენ წაეყვანა. საქართველოს სანქციების დაწესების მხრივ გამოცდილება აქვს რუსეთიდან. ახლა თუ ვინმეს უნდა ასეთი რუსული მეთოდით ქართველ ხალხზე სანქციებით ზემოქმედება, ეს მათი არჩევანია. ხანდახან მონსტრებთან მებრძოლები თავად ხდებიან მონსტრები. როგორც ჩანს, ზოგიერთი პოლიტიკოსი ისე გაიტაცა რუსეთთან ბრძოლამ, რომ თავად ემსგავსება რუსეთს საქართველოსთან მიმართებით. ეს მათი არჩევანია, უნდათ თუ არა რუსული მეთოდებით ქართველ ხალხთან სანქციების ინსტრუმენტებით იძულება. როგორც რუსეთს გასცა პასუხი ქართველმა ხალხმა იმით, რომ სანქციებს არანაირი გავლენა არ ჰქონია ჩვენი ხალხის განწყობაზე და ცნობიერებაზე, ზუსტად ისე იქნება. ხან ემბარგოს გვადებდა რუსეთი, ხან რას, რომ საქართველო რაღაცისკენ ეიძულებინათ, მაგრამ რეაქცია ნახეთ, რაცაა. ყოველ ჯერზე პასუხს იღებდა, რომ ქართველი ხალხი არჩევანში რჩებოდა. ზუსტად ასეთივე პასუხს მიიღებს ყველა, ვინც შეეცდება ქართველ ხალხზე რუსული მეთოდებით სანქციების ინსტრუმენტით ზემოქმედებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.