შალვა პაპუაშვილი - კედელზე ნახატებს დასდევდნენ, ეს არის ნიშნები, სადაც ბომბები უნდა ჩამოვარდესო, შემდეგ აღმოჩნდა, რომ კატები იყო დახატული, ამ დონის ოპოზიცია გვყავს
შალვა პაპუაშვილი - კედელზე ნახატებს დასდევდნენ, ეს არის ნიშნები, სადაც ბომბები უნდა ჩამოვარდესო, შემდეგ აღმოჩნდა, რომ კატები იყო დახატული, ამ დონის ოპოზიცია გვყავს

უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდში, როცა ომი დაიწყო რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენმა ოპოზიციამ დაიწყო პანიკის თესვა საქართველოში, თითქოს შემოვლენ რუსეთი მოქალაქეები, თითქოს ესენი არიან დივერსიული ჯგუფები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია კედლებზე დახატულ კატაში ხედავდა პრობლემას.

„კედელზე ნახატებს დასდევდნენ და ამბობდნენ, რომ ეს არის ნიშნები, სადაც ბომბები უნდა ჩამოვარდესო. შემდეგ აღმოჩნდა, რომ კატები იყო დახატული კედლებზე. ამ დონის ოპოზიცია გვყავს. კატის ნახატები ჰგონიათ მონიშვნა იმისთვის, რომ ბომბები დაეცეს მერე ამა თუ იმ ადგილს. ესეც ნაწილია იმ პოლიტიკისა და პროპაგანდისა, რომელსაც ოპოზიცია აწარმოებს ზოგიერთი ჯგუფის დაკვეთით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.