შალვა პაპუაშვილი კარლ ბილდტის განცხადებას პასუხობს – ეს დღეც დაგვიდგა, დამოუკიდებლობის 33 წლის თავზე, ახლა სხვები ფიქრობენ ჩვენთვის ნამესტნიკების დანიშვნაზე

12:12, 26.12.2024

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარის, კარლ ბილდტის განცხადებას პასუხობს.

„ეს დღეც დაგვიდგა. დამოუკიდებლობის 33 წლის თავზე, ახლა სხვები ფიქრობენ ჩვენთვის ნამესტნიკების დანიშვნაზე“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

შვედეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარემ, კარლ ბილდტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 29 დეკემბრის შემდეგ ევროკავშირმა და სხვებმაც უნდა გადაწყვიტონ, ვის მიიჩნევენ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

მსგავსი