შალვა პაპუაშვილი კაბო ვერდეს რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კაბო ვერდეს რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, აუსტელინო კორეიას შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა კაბო ვერდეს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და გაერო-ში საქართველოს მხარდაჭერისთვის. მათივე ცნობით, აუსტელინო კორეიამ ხაზი გაუსვა, რომ კაბო ვერდე გააგრძელებს აღნიშნულ პოლიტიკას საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და საერთო ფასეულობების გათვალისწინებით.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გამოხატეს საპარლამენტო კავშირების გააქტიურებისა და გაფართოების მზაობა.
შეხვედრა ანგოლაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 147-ე ასამბლეის ფარგლებში შედგა.