შალვა პაპუაშვილი - იურისტები „ბიბისის“ საკითხზე მუშაობენ, ყველა სამართლებრივ ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რათა ვამხილოთ ტყუილი, რომელიც ჰიბრიდული თავდასხმის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო
შალვა პაპუაშვილი - იურისტები „ბიბისის“ საკითხზე მუშაობენ, ყველა სამართლებრივ ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რათა ვამხილოთ ტყუილი, რომელიც ჰიბრიდული თავდასხმის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იურისტები კომუნიკაციის კომისიის, ასევე სასამართლოს მიმართულებით დიდ ბრიტანეთში არსებულ პროცედურებს სწავლობენ. პაპუაშვილის თქმით, მათი სურვილია, „ბიბისის“ წინააღმდეგ სარჩელი რაც შეიძლება მალე მომზადდეს.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ყველა სამართლებრივი ინსტრუმენტი იქნება გამოყენებული, რათა მოხდეს იმ ტყუილის მხილება, რომელიც საქართველოზე ჰიბრიდული თავდასხმის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო.

„იურისტები „ბიბისის“ საკითხზე მუშაობენ. ვსწავლობთ იმ პროცედურებს, რომლებიც დიდ ბრიტანეთში არსებობს, როგორც კომუნიკაციის კომისიის საკითხში, ასევე სასამართლოს მიმართულებით. ყველა სამართლებრივ ინსტრუმენტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ვამხილოთ ის საძაგელი ტყუილი, რომელიც იყო საქართველოზე ჰიბრიდული თავდასხმის ერთ-ერთი პროპაგანდისტული ინტრუმენტი. ამიტომ, ამ პროცესში მომზადებული უნდა შევიდეთ, რათა შესაბამის შედეგს მივაღწიოთ. ამაზე იურისტები მუშაობენ. ჩვენი სურვილია, სარჩელი რაც შეიძლება მალე მოვამზადოთ. პროცედურებს ვსწავლობთ, რათა არ მოხდეს ისეთი პროცედურული დარღვევა, რომ საჩივარს რაიმე საფრთხე არ შევუქმნათ. დონალდ ტრამპს რამდენიმე თვე დასჭირდა, რომ სარჩელი შეეტანა. დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი „ბიბისის“ პირდაპირ ხელს ადებს, როგორც პროპაგანდის ინსტრუმენტს. ამაზე მეტი ავტორიტეტი რაღა უნდა იყოს „ბიბისის“ შესაფასებლად? დოკუმენტებს თავს მოვუყრით, სამართლებრივად ჩარჩოში მოვაქცევთ და რაც შეიძლება მალე წარვადგენთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.