შალვა პაპუაშვილი – იტალიისა და ლუქსემბურგის პარლამენტების თავმჯდომარეებთან ვისაუბრეთ მიმდინარე საკითხებზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, კოლეგებისგან მყარი მხარდაჭერა გვაქვს

17:41, 12.05.2025

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში იტალიისა და ლუქსემბურგის პარლამენტების თავმჯდომარეებს შეხვდა.

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, კოლეგებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებს.

„იტალიის პარლამენტის თავმჯდომარესთან ძალიან მეგობრული შეხვედრა გვქონდა. მას იტალიაში ვიზიტის დროსაც შევხვდი. ძალიან მყარი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი კოლეგების მხრიდან. პარლამენტის თავმჯდომარეებთან საუბარი გვქონდა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე. იტალიის პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მივიღეთ სრული მხარდაჭერის დაპირება, მათ შორის, ჩვენი საერთო სურვილი, რომ პარლამენტს შორის ურთიერთობები ხელშემწყობი უნდა იყოს საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაძლიერების. ამ მხრივ აბსოლუტური მხარდაჭერა და გვერდში დგომა გვაქვს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბუდაპეშტში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში მონაწილეობს.

მსგავსი