შალვა პაპუაშვილი – იტალიელ ხალხს ვულოცავ რესპუბლიკის დაარსების 76-ე წლისთავს, ჩვენი ქვეყნები ამაყობენ საერთო ევროპული ღირებულებებით

18:33, 02.06.2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იტალიელ ხალხს რესპუბლიკის დაარსების 76-ე წლისთავს ულოცავს.

როგორც პაპუაშვილი „ტვიტერში“ წერს, საქართველო და იტალია საერთო ევროპული ღირებულებებით ამაყობენ.

„იტალიელ ხალხს ვულოცავ რესპუბლიკის დაარსების 76-ე წლისთავს. ჩვენი ქვეყნები ამაყობენ იმ საერთო ევროპული ღირებულებებით, როგორიცაა, თავისუფლება, დემოკრატია და ეფექტური კულტურული კავშირები. დიდი მოლოდინით ვუყურებთ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი