შალვა პაპუაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთში მოქმედ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთში მოქმედ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთში მოქმედ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებულ ისტორიულად მტკიცე კავშირებზე.

„შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ თანამშრომლობა აქტიურია არა მხოლოდ პარლამენტებს, არამედ რეგიონებსა და ქალაქებს შორის.

მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, დევიდ ბიტანმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საქართველოს მიმართ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღის ცერემონიის დაგეგმვისა და განხორციელებისთვის. მისი თქმით, ამ ცერემონიის ჩატარება მნიშვნელოვნად აძლიერებს საპარლამენტო კავშირებს.

მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს რუსეთის ომზე უკრაინაში და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.

თავმჯდომარემ ისრაელის მხარეს საკანონმდებლო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და საპარლამენტო თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მზაობა გამოხატა“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.