შალვა პაპუაშვილი - ისნის ერთ-ერთი უბნიდან მოგვივიდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი, ყველას ვთხოვ, ყურადღებით იყვნენ
შალვა პაპუაშვილი - ისნის ერთ-ერთი უბნიდან მოგვივიდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი, ყველას ვთხოვ, ყურადღებით იყვნენ

ისნის ერთ-ერთი უბნიდან მოგვივიდა ასეთი ინფორმაცია, ატყობენ, რომ რაღაც არაბუნებრივი მოძრაობები ხდება. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, იყვნენ განსაკუთრებით ფხიზლად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტული დეტალები ამ ეტაპზე არ იცის.

„კონკრეტიკა თავადაც არ აქვთ, ამბობენ, რომ რაღაც საეჭვო ფიქსირდება, ადამიანების საეჭვო გადაადგილებები, ასე ვთქვათ. ვნახოთ, იმედია, არაფერი არ მოხდება, თუმცა ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა, პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი. ამიტომ, ვთხოვ ყველას, იყოს ფხიზლად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.