შალვა პაპუაშვილი - ისინი, ვინც ასე ეპოტინებიან მორალურ პედესტალს, გუშინ ამერიკის ელჩს, მისივე საელჩოს გვერდზე გავრილოვს ეძახდნენ, პოლიციელებს დედ-მამის მოძებნით ემუქრებოდნენ
შალვა პაპუაშვილი - ისინი, ვინც ასე ეპოტინებიან მორალურ პედესტალს, გუშინ ამერიკის ელჩს, მისივე საელჩოს გვერდზე გავრილოვს ეძახდნენ, პოლიციელებს დედ-მამის მოძებნით ემუქრებოდნენ

ისინი, ვინც ასე ეპოტინებიან მორალურ პედესტალს, გუშინ მოსამართლეს ფსიქოლოგიურად თავს ესხმოდნენ, ამერიკის ელჩს, მისივე საელჩოს გვერდზე ქაჯს და გავრილოვს ეძახდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

„ცოტა გუშინდელზეც. სამწუხარო სურათი ვიხილეთ გუშინ. ახალი არაფერი, მაგრამ, ამ ჯერზეც, საინტერესო სანახავი იყო, როგორი სიჯიუტით ავლენენ ჩვენი ოპონენტები თავის ყველაზე გულმოდგინედ დაფარულ მხარეს. ჰოდა ისინი, ვინც ასე ეპოტინებიან მორალურ პედესტალს, გუშინ მოსამართლეს ფსიქოლოგიურად თავს ესხმოდნენ, ამერიკის ელჩს, მისივე საელჩოს გვერდზე, ქაჯს და გავრილოვს ეძახდნენ, ქართველ პოლიციელებს დედ-მამის მოძებნით და ოჯახში დადგომით ემუქრებოდნენ, ქართულ სახელმწიფოს დიდი ნიჩბით ძირს უთხრიდნენ.

სთეითქეფჩერის იდეით შეპყრობილებს არ სურთ (შესაძლოა მათთვის საძულველი) „ქართული ოცნება“ და ქართული სახელმწიფო ერთმანეთისგან განასხვაონ და ვერ ხვდებიან, რომ მთელ თავის სიძულვილს „ოცნებისადმი“, საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ მიმართავენ.

და ეს ყველაფერი სახელითა უფლისათა, გამოდით ბაბლიდან! გარეთ სხვა საქართველოა“,- წერს პაპუაშვილი.

 

📣 ცოტა გუშინდელზეც.

🙇 სამწუხარო სურათი ვიხილეთ გუშინ.

🤷 ახალი არაფერი, მაგრამ, ამ ჯერზეც, საინტერესო სანახავი იყო,…

Posted by შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili on Thursday, 18 February 2021