შალვა პაპუაშვილი - ის ზნე, რასთანაც არის დაკავშირებული „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც იდეოლოგია, არ იცვლება, ჯერ ტელევიზიების არაძალადობრივად დაპატრონება და სადაც ეს არ გამოდის, შევარდნა და ისე დაპატრონება
შალვა პაპუაშვილი - ის ზნე, რასთანაც არის დაკავშირებული „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც იდეოლოგია, არ იცვლება, ჯერ ტელევიზიების არაძალადობრივად დაპატრონება და სადაც ეს არ გამოდის, შევარდნა და ისე დაპატრონება

ის ნირი, ის ზნე, რასთანაც არის დაკავშირებული „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც იდეოლოგია, არ იცვლება, ჯერ ტელევიზიების არაძალადობრივად ან სხვანაირი მეთოდებით დაპატრონება და სადაც ეს არ გამოდის, შევარდნა და ისე დაპატრონება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი გამოეხმაურა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში აქციის მონაწილეების შესვლას.

„ხომ გვყავს დამკვირვებლები სხვადასხვა „ენჯეოს“ სახით, ვინმემ ხმა ამოიღო? ასეთი რამ რომ მომხდარიყო მათთან დაკავშირებულ ტელევიზიაში, ოპოზიციის კუთვნილ ტელევიზიაში, დღეს ხომ გადაჭრელებული იქნებოდა მათი „ფეისბუქის“ სტატუსები, რომ ძალადობრივი ზეწოლა მოხდა ტელევიზიაზე, მის სარედაქციო პოლიტიკაზე. სხვა რამე კი არ ვიხილეთ გუშინ, პირდაპირ მივიდნენ, მოითხოვეს, შენი ეთერი ისეთი უნდა იყოს, როგორსაც მე გეტყვიო. ამას ამბობს ხალხი, რომელიც თავად არის კეზერაშვილის და ხაზარაძის ტელევიზიების წარმომადგენელი. ისინი რომ მივლენ და საზოგადოებრივ მაუწყებელს პრეტენზიებს წაუყენებენ, რაზეა საერთოდ საუბარი, ან რა მორალზე, ან რა ეთიკაზე. რაც გუშინ ვიხილეთ, ეს იყო ცხადი მაგალითი, ის, რაც ელოდა ამ ქვეყანას ამ არჩევნებში მათ ერთი გრამი ძალაუფლება რომ მოეპოვებინათ. გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორიც კი დანიშნეს, სახელიც და გვარიც ხომ მოისმინეთ, ყველაფერი გაწერილი აქვთ. სხვა ტელევიზიის ჟურნალისტებს რა ესაქმებათ მეორე ტელევიზიაში? აქვთ ტელევიზია, ხომ ამბობენ ყველაზე პოპულარულები ჩვენ ვართო, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხომ მუდმივად ამბობენ, რომ მაყურებელი არ ჰყავს, რაღა მაინცდამაინც იქ მიდიოდნენ? ეს არის სწორედ ფროიდისეული წამოცდენა. უნდათ ერთი გრამი ძალაუფლება, რომ შემდეგ გადაიბარონ ტელევიზიები, შემოვიდნენ, დასხდნენ სტუდიებში წამყვანებად, რეჟისორებად და დირექტორებად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.