შალვა პაპუაშვილი – ყოფილი პრეზიდენტის, ზურაბიშვილის ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრება ირონიულია
ირონიულია ყოფილი პრეზიდენტის, ზურაბიშვილის პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
პაპუაშვილი აქვეყნებს ვიდეოს, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე საუბრობს.
„რამდენად ირონიულია ყოფილი პრეზიდენტის, ზურაბიშვილის პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრება. ნახეთ მის მიერ გავრცელებული შეთქმულების თეორიები, რომ ტრამპმა პირველი პრეზიდენტობის დროს „არჩევნები რუსეთის დახმარებით მოიგო“. ახლა ის მსგავს შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ უწევს პროპაგანდას“, – წერს პაპუაშვილი X-ზე.
So much irony in ex-president Zurabishvili’s hanging around at President Trump’s inauguration.
Watch her spread conspiracy theories about Trump’s ‘winning elections with Russian help’ in his first term.
NB: she now pushes a similar conspiracy against Georgia. pic.twitter.com/BiEhF4CxMd
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) January 19, 2025