შალვა პაპუაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშით 30 ივნისს წარდგება, წერილობითი ანგარიშიც ვადებში იქნება მოწოდებული
შალვა პაპუაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშით 30 ივნისს წარდგება, წერილობითი ანგარიშიც ვადებში იქნება მოწოდებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშით 30 ივნისს წარდგება. აღნიშნულის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„დროულად იქნება ყველაფერი, თარიღიც შეთანხმებულია. 30 ივნისს პრემიერი წარდგება პარლამენტში წლიური ანგარიშით და ასევე, წერილობითი ანგარიშიც ვადებში იქნება მოწოდებული. ეს ყველაფერი უკვე შეთანხმებულია პრემიერ-მინისტრთან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აღნიშნული განცხადება პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას საპასუხოდ გააკეთა, რომელიც დაინტერესდა, როდის წარადგენდა ირაკლი ღარიბაშვილი ანგარიშს პარლამენტში.

„რეგლამენტის თანახმად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს აქვს ვალდებულება, პირველ ივნისამდე წარმოადგინოს ყოველწლიური ანგარიში. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა პრაქტიკულად ყოველდღიურად ანტიდასავლურ და ანტიკონსტიტუციურ, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს ეს ადამიანი, სწორი იქნება, თქვენც მოითხოვოთ, რომ პრემიერ-მინისტრი წარსდგეს პარლამენტის წინაშე და უმწვავეს კითხვებს გასცეს პასუხები“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.