შალვა პაპუაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილი გუნდის გამორჩეული ლიდერია, იმსახურებს აბსოლუტურ მხარდაჭერას
შალვა პაპუაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილი გუნდის გამორჩეული ლიდერია, იმსახურებს აბსოლუტურ მხარდაჭერას

ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და გუნდის გამორჩეული ლიდერია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ღარიბაშვილის კანდიდატურა იმსახურებს აბსოლუტურ მხარდაჭერას.

„ირაკლი ღარიბაშვილი გუნდის გამორჩეული ლიდერია. ის არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ყველა მიმართულებით იყო წარმატებული. მისი ხელმოწერაა 2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებულ ასოცირების შეთანხმებაზე. იმსახურებს აბსოლუტურ მხარდაჭერას. არ მგონია, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან მეტ სიხისტეს ჰქონდეს ადგილი, ვიდრე გიორგი გახარიას შემთხვევაში იყო ან სხვა ლიდერების შემთხვევაში იქნებოდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.