შალვა პაპუაშვილი - ილია მეორეს მსახურება არის სამაგალითო ჩვენი თაობისთვის, როგორც სიბნელეში მანათობელი სანთელი და მისაბაძი ნიმუში, როგორ უნდა იღვაწოს ადამიანმა თავდადებითა და სიყვარულით
შალვა პაპუაშვილი - ილია მეორეს მსახურება არის სამაგალითო ჩვენი თაობისთვის, როგორც სიბნელეში მანათობელი სანთელი და მისაბაძი ნიმუში, როგორ უნდა იღვაწოს ადამიანმა თავდადებითა და სიყვარულით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

„უწმინდესს და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ვულოცავთ დაბადების დღეს. ყოველი ასეთი დღე, ყოველი განვლილი წელიწადი არის შეხსენება სრულიად საქართველოსთვის, მისი მრევლისთვის და ყოველი მოქალაქისთვის, თუ რა ღვაწლი, შრომა და სიყვარული გასწია მან ათწლეულების მანძილზე ჩვენი ერის აღორძინების, განმტკიცების და ეკლესიის გადარჩენის საქმეში.მისი მსახურება არის სამაგალითო ჩვენი თაობისთვის, როგორც სიბნელეში მანათობელი სანთელი და მისაბაძი ნიმუში, თუ როგორ უნდა იღვაწოს ადამიანმა თავდადებით, ერთგულებით და სიყვარულით, რათა წაადგეს თავის სამშობლოს, მიუძღვნას თავი ერს და ეკლესიას. დღეგრძელობას და მხნეობას ვუსურვებ მის უწმინდესობას. მისი ლოცვა არ მოჰკლებოდეს ჩვენს ქვეყანას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.