შალვა პაპუაშვილი – „ნაცმოძრაობას“ საქართველოს წინააღმდეგ ისე მიჰყავდა პროცესი, რომ ჰააგასა და სტრასბურგში იყო უიმედო საქმეები, ეს შემოაბრუნა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ
ჰააგასა და სტრასბურგში, ფაქტობრივად, იყო უიმედო საქმეები, ისე მიჰყავდა პროცესი „ნაცმოძრაობას“ საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის, ჩართული იყვნენ უცხოური დაფინანსების მქონე ორგნაზაციები, საია, რომელიც სამართლებრივად რუსეთის მხარეს იბრძოდა საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი შემოაბრუნა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ.
„გზა, რომელიც ჩვენ გვაქვს არჩეული საერთაშორისო სამართლებრივ პლატფორმაზე, არის ერთი, რომ ჩვენ შემოვაბრუნეთ, ფაქტობრივად, წაგებული საქმეები სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის, რომელმაც მტკიცებულებების არგამაგრებით, იმით, რომ არასწორად იქნა წარმოებული პროცესები, მათ შორის, ერთი პროცესი საერთაშორისო სასამართლომ არცკი მიიღო წარმოებაში, იმდენად არასწორად იყო მიმართვა. ამით შანსი დაგვიკარგეს ჩვენც, შემდეგ ხელისუფლებას, ვინაიდან ერთხელ უკვე უარყოფილი საჩივარი იყო და ხელმეორედ ვეღარ მიმართავდა საქართველო სასამართლოს, სადაც იქნებოდა სარჩელი სახელმწიფოს, ანუ საქართველოსი რუსეთის წინააღმდეგ. ეს შანსი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა დააკარგვინა ამ ქვეყანას, რომ სამართლებრივად იქაც დაგვემტკიცებინა ჩვენი სიმართლე. ჰააგასა და სტრასბურგში, ფაქტობრივად, იყო უიმედო საქმეები, ისე მიჰყავდა პროცესი „ნაცმოძრაობას“ საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის, ჩართული იყვნენ უცხოური დაფინანსების მქონე ორგნაზაციები, მათ შორის, საია, რომელიც სამართლებრივად რუსეთის მხარეს იბრძოდა საქართველოს წინააღმდეგ, სტრასბურის სასამართლოს უმზადებდა არგუმეტებს რუსეთს. ეს ყველაფერი შემოაბრუნა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ და გავიმარჯვეთ ყველა სასამართლოში. ახლა მნიშვნელოვანია, მიუხედავად, იმისა, რომ რუსეთი არ ასრულებს ვალდებულებებს, რეგულარულად შევახსენოთ სამართლებრივად რუსეთს და არ დავავიწყოთ სამყაროს, რომ შესასრულებელია ვალდებულებები, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილებები და ადრე თუ გვიან ეს გადაწყვეტილებები შესრულდება“, – განაცხადა პაპუშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები.