შალვა პაპუაშვილი - „გირჩის“ გულშემატკივარი არ ვარ, თუმცა კარგი იქნება, თუ მალე შეთანხმდებიან და ამომრჩეველს იმედს არ გაუცრუებენ
შალვა პაპუაშვილი - „გირჩის“ გულშემატკივარი არ ვარ, თუმცა კარგი იქნება, თუ მალე შეთანხმდებიან და ამომრჩეველს იმედს არ გაუცრუებენ

„გირჩი“, მათ შორის ჩემი შეხედულებითაც, ერთ-ერთი პარტიაა, რომლისთვისაც ეს არჩევნები წარმატებული იყო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ „გირჩში“ შიდა პარტიულ საკითხებზე შეთანხმებას მიაღწევენ და ამომრჩეველს იმედს არ გაუცრუებენ.

„გირჩის“ გულშემატკივარი და ამომრჩეველი არ გახლავართ, ამიტომ მათ შიდა პარტიულ საკითხებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ახალმა, მცირე პარტიამ საკმაოდ კარგი მხარდაჭერა მიიღო. ერთადერთ რამეს ვისურვებდი, რომ საკუთარ ამომრჩეველს იმედი არ გაუცრუონ. სამწუხაროდ, ეს ნიშნები ჩანს და კარგი იქნება, თუ შიგნით მალე შეთანხმდებიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“ აღარ აპირებს.