შალვა პაპუაშვილი - გიორგი გახარიას სახეცვლილებას თუ დავაკვირდებით, კარგი აღწერა გამოვა, რას ნიშნავს შუბლის ძარღვის გაწყვეტა და რენეგატის გზაზე შედგომა, ასეთი პერსონაჟები ხდებიან კომიკური პერსონაჟები
 შალვა პაპუაშვილი - გიორგი გახარიას სახეცვლილებას თუ დავაკვირდებით, კარგი აღწერა გამოვა, რას ნიშნავს შუბლის ძარღვის გაწყვეტა და რენეგატის გზაზე შედგომა, ასეთი პერსონაჟები ხდებიან კომიკური პერსონაჟები

გიორგი გახარიას და მისი პარტიის აქტივობები უკვე კომიკურობამდე არის მისული განცხადებებში, აბსოლუტურად დამსგავსებული არიან კომიკური ჟანრის მხატვრული თუ მულტიპლიკაციური ფილმის პერსონაჟებს, უბრალოდ, თავად საყურებლადაც კი აღარ არის საინტერესო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევას გამოეხმაურა.

მისი თქმით, რენეგატის გზა რთულია, ეს ის გზაა, როდესაც შუბლის ძარღვი წყდება და ამ დროს უკვე ბევრი რამის კადრება შეიძლება.

„მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდა, აბსოლუტურ ისტერიას ვხედავთ – „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ფლანგი რამდენად აქტიურად არის ჩართული, იქნება ეს თავად „ნაციონალური მოძრაობა“ თუ მისი ფლანგები „ლელოს“, გახარიას პარტიის სახით. რაც შეეხება გიორგი გახარიას და მის პარტიას, ვფიქრობ, მათი აქტივობები უკვე კომიკურობამდე არის მისული განცხადებებში, ქცევებში, სტილში, ტონალობაში, აბსოლუტურად დამსგავსებული არიან კომიკური ჟანრის მხატვრული თუ მულტიპლიკაციური ფილმის პერსონაჟებს. უბრალოდ, თავად საყურებლადაც კი აღარ არის საინტერესო. რენეგატის გზა რთულია, ეს ის გზაა, როდესაც შუბლის ძარღვი წყდება და ამ დროს უკვე ბევრი რამის კადრება შეიძლება. მგონი, ვინმე თუ დააკვირდება გიორგი გახარიას და აღწერს მის სახეცვლილებას, ვფიქრობ, კარგი აღწერა გამოვა, რას ნიშნავს შუბლის ძარღვის გაწყვეტა და რენეგატის გზაზე შედგომა. საბოლოო ჯამში, ასეთი პერსონაჟები ამთავრებენ იმით, რომ ხდებიან კომიკური პერსონაჟები. წინა და ძველ საკითხებთან დაკავშირებით გუნდის ის წევრები უფრო კომპეტენტურად ისაუბრებენ, რომლებიც მაშინ იყვნენ. ის გუნდიდან წავიდა მას შემდეგ, რაც იკადრა და აკადრა საქართველოს, საკუთარ გუნდს. ვგულისხმობ ნიკა მელიას დაკავება-არდაკავების საგას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.