შალვა პაპუაშვილი – საქართველოს კონსტიტუცია და მასში ასახული ფასეულობები არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გარანტი

10:19, 24.08.2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოქალაქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს.

„27 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის უზენაესი კანონი – საქართველოს კონსტიტუცია მიიღო.

საქართველოს კონსტიტუცია და მასში ასახული ფასეულობები არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გარანტი.

ყველას გილოცავთ კონსტიტუციის დღეს!“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

მსგავსი