შალვა პაპუაშვილი გერმანიის საქსონია-ანჰალტის პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი გერმანიის საქსონია-ანჰალტის პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საქსონია-ანჰალტის პარლამენტის პრეზიდენტ გუნარ შელენბერგერს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მდიდარ ისტორიულ-კულტურულ კავშირებზე, ასევე, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წლისთავზე ისაუბრეს. მიმოიხილეს არსებული თანამშრომლობის პროექტები და პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები.

შალვა პაპუაშვილმა გუნარ შელენბერგერს საპარლამენტო საქმიანობა გააცნო და საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების განმტკიცებას გაუსვა ხაზი. პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე, ისაუბრა საქართველოს ძალისხმევასა და გეგმებზე ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებასთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა გერმანიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის.