შალვა პაპუაშვილი - გერმანიის მთავრობა მომხრეა ევროკავშირის გაფართოების, „ევროპა ლისაბონიდან თბილისამდე“ არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს არის პოლიტიკა, რომელიც აქვს გერმანიის ხელისუფლებას
შალვა პაპუაშვილი - გერმანიის მთავრობა მომხრეა ევროკავშირის გაფართოების, „ევროპა ლისაბონიდან თბილისამდე“ არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს არის პოლიტიკა, რომელიც აქვს გერმანიის ხელისუფლებას

მთავარი გზავნილები, რაც მივიღეთ, არის, რომ გერმანიის დღევანდელი მთავრობა მომხრეა ევროკავშირის გაფართოების და ხედვა, რომელიც იყო წარმოდგენილი – „ევროპა ლისაბონიდან თბილისამდე“, არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც აქვს გერმანიის ხელისუფლებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ და მის შემდგომ პროცესებს გერმანია უყურებს, როგორც პროცესს, რომლის ბოლოსაც უნდა იყოს ევროკავშირის წევრობა.

„ეს არ უნდა იყოს პროცესი პროცესისთვის, არამედ პროცესი თავის თავში გულისხმობს შედეგის მიღწევას, რასაც ჰქვია ევროკავშირის წევრობა. ამ მხრივ, განსაკუთრებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში ვნახეთ, რომ ძალიან ახლოდან აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს, იმ დინამიკას, რომელიც საქართველოშია. მათ შორის საუბარი იყო ევროკომისრის ვიზიტთან დაკავშირებითაც, რომელიც სულ ახლახან განხორციელდა, რომ ეს არის სწორედ ნიშანი, ხედავენ პროგრესს, რომელიც საქართველოშია და მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერმა თავისი რეზულტატი მოიტანოს გადაწყვეტილებების სახით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, არიან: ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე.