შალვა პაპუაშვილი - გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი „ტიტუშკები“ ფაშისტური შეძახილებით თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ შტაბს, უცხო ქვეყნის ელჩისგან ექსტრემისტების მხარდაჭერა არჩევნებში უხეში ჩარევის მაგალითია
საარჩევნო კამპანიის დროს უცხო ქვეყნის ელჩის მხრიდან ექსტრემისტების მხარდაჭერა არჩევნებში უხეში ჩარევის მაგალითია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი „ტიტუშკები“ დღეს, უკვე მესამედ, ფაშისტური შეძახილებით თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ თბილისის შტაბს.
საარჩევნო კამპანიის დროს უცხო ქვეყნის ელჩის მხრიდან ექსტრემისტების მხარდაჭერა და ძალადობის არდაგმობა, ვენის კონვენციის დარღვევით, არჩევნებში უხეში ჩარევის მაგალითია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.