შალვა პაპუაშვილი გერმანიის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი გერმანიის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტერ ფიშერს შეხვდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და გერმანიას ტრადიციულად მტკიცე და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ. აღნიშნეს საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წლის იუბილეს მნიშვნელობა.

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა გერმანიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის, აგრეთვე, საქართველოს ინსტიტუციურ და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში გერმანიის გამორჩეული წვლილისთვის.

მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების მიმართულებით მიმდინარე სამუშაო პროცესზე. ასევე, მიმოიხილეს გერმანიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი და ბერლინში პარლამენტის თავმჯდომარის დაგეგმილი ვიზიტი.

პეტერ ფიშერმა დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა. გერმანიის ელჩის განცხადებით, გერმანია გააგრძელებს საქართველოს დახმარებას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.