შალვა პაპუაშვილი – გაუმჯობესებული ანტიკორუფციული მაჩვენებლებით, საქართველო არის ევროპის ხუთ საუკეთესო ქვეყანას შორის
2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო გლობალურად 41-ე ადგილზეა და პირველად შედის ევროპის საუკეთესო ოცეულში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.
პაპუაშვილის თქმით, გაუმჯობესებული ანტიკორუფციული მაჩვენებლებით საქართველო არის ევროპის ხუთ საუკეთესო ქვეყანას შორის.
„საქართველოს აქვს იგივე მაჩვენებელი, რაც ჩეხეთის რესპუბლიკას, იტალიას და სლოვენიას, უსწრებს ევროკავშირის წევრ ცხრა და ყველა კანდიდატ ქვეყანას. ასევე, გაუმჯობესებული ანტიკორუფციული მაჩვენებლებით, საქართველო არის ევროპის 5 საუკეთესო ქვეყანას შორის“, – წერს პაპუაშვილი.
Georgia 🇬🇪 ranks ⬆️ 41st globally, enters top 20 in Europe for first time in #CPI2022. Ranks similar to 🇨🇿🇮🇹🇸🇮, above 9 EU & all EU candidate countries. Among top 5 European countries in improved anti-corruption performance. pic.twitter.com/OeE7ciBSZp
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) January 31, 2023