შალვა პაპუაშვილი - განმარტებები, რომელიც მოვისმინეთ ევროპის სოციალისტური პარტიიდან, თითქოს ტრადიციულ ღირებულებებს, ოჯახს, რწმენას არაფერი ესაქმება ე.წ. პროგრესულ ევროპაში, არასწორი მიდგომაა
შალვა პაპუაშვილი - განმარტებები, რომელიც მოვისმინეთ ევროპის სოციალისტური პარტიიდან, თითქოს ტრადიციულ ღირებულებებს, ოჯახს, რწმენას არაფერი ესაქმება ე.წ. პროგრესულ ევროპაში, არასწორი მიდგომაა

განმარტებები, რომელიც მოვისმინეთ, თითქოს ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს, ოჯახს, რწმენას – ამ საკითხებს არაფერი ესაქმება ე.წ. პროგრესულ ევროპაში, ეს არასწორი მიდგომაა და ამაზე საჭიროა მსჯელობა, – ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რომელიც ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტის, კეტი პირის  განცხადებას შეეხებოდა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, კეტი პირის განცხადება, რომ კონსერვატიულ პარტიას პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება, ნიშნავს აბსოლუტურად ხაზის გადასმას იმაზე, რაზეც აქამდე იყო საუბარი, რომ საქართველო ევროპაში მიდის თავისი ტრადიციებითა და ღირებულებებით.

„ხედავთ, რომ ეს საკითხი ჩამაფიქრებელია ჩვენი საზოგადოებისთვის. განმარტებები, რომელიც მოვისმინეთ, თითქოს ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს, ოჯახს, რწმენას – ამ საკითხებს არაფერი ესაქმება ე.წ. პროგრესულ ევროპაში, ეს არასწორი მიდგომაა და ამაზე საჭიროა მსჯელობა. ეს ნიშნავს აბსოლუტურად ხაზის გადასმას იმაზე, რაზეც აქამდე იყო საუბარი, რომ ჩვენ მივდივართ ევროპაში ჩვენი ტრადიციებით და ღირებულებებით. თუ ასე დგას საკითხი, რომ ეს ღირებულებები არის მიუღებელი, რა თქმა უნდა, საჭიროა იყოს საზოგადოებრივი დისკუსია ამ პოლიტიკურ ჯგუფთან დაკავშირებით. ამ მხრივ ჩვენ ძალიან გულახდილად და საჯაროდ ვსაუბრობთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.