შალვა პაპუაშვილი – განგებამ სხვაგვარად ინება – საქართველოს ხელისუფლება ადგილზეა, ქართული მედიაც მაუწყებლობს, თავად სტარმერი კი პოლიტიკიდან მიდის

19:29, 15.07.2026

ნიშანდობლივია, რომ ადამიანი, რომელმაც საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების ისტორიაში პირველმა გადადგა საქართველოს მიმართ აშკარად მტრული ნაბიჯები, არა მხოლოდ თანამდებობას ტოვებს, არამედ პოლიტიკიდანაც მიდის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილი ეხმაურება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის იმ განცხადებას, სადაც სტარმერი ამბობს: „ქვეყანას უკეთეს მდგომარეობაში ვტოვებ, ვიდრე იყო, ვამაყობ ყველაფრით, რასაც მივაღწიეთ, ეს ჩემი პოლიტიკური მოგზაურობის დასასრულია“.

„ფინანსური სანქციების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებით მან ჯერ – ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მოშლა, შემდეგ კი დამოუკიდებელი ქართული მედიის ფინანსური განადგურება და დახურვა სცადა. თუმცა განგებამ სხვაგვარად ინება – საქართველოს ხელისუფლება ადგილზეა, ქართული მედიაც მაუწყებლობს, თავად სტარმერი კი პოლიტიკიდან მიდის“, – წერს პაპუაშვილი.

მსგავსი