შალვა პაპუაშვილი - გამაოგნებელია, რომ, ნაცვლად შეცდომების აღიარებისა და ძალადობრივი აქციების დაგმობისა, გვესმის არაინფორმირებული და დაუსაბუთებელი ბრალდებები საქართველოს მიმართ
შალვა პაპუაშვილი - გამაოგნებელია, რომ, ნაცვლად შეცდომების აღიარებისა და ძალადობრივი აქციების დაგმობისა, გვესმის არაინფორმირებული და დაუსაბუთებელი ბრალდებები საქართველოს მიმართ

გამაოგნებელია, ნაცვლად შეცდომების აღიარებისა, ძალადობრივი აქციების დაგმობისა და „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ (EED) ფინანსების გასაჯაროებისა, გვესმის არაინფორმირებული და დაუსაბუთებელი ბრალდებები საქართველოს მიმართ, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსი განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ფარისევლობაა, როდესაც ინსტიტუციები, რომლებიც თავად არ აღიარებენ ეუთო/ოდირის საარჩევნო ანგარიშს, ჩვენ კანონებზე ეუთო/ოდირის მომავალი ანგარიშების გათვალისწინებისკენ მოგვიწოდებენ.

,,გამაოგნებელია, რომ, ნაცვლად შეცდომების აღიარებისა, ძალადობრივი აქციების დაგმობისა და „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ (EED) ფინანსების გასაჯაროებისა, გვესმის არაინფორმირებული და დაუსაბუთებელი ბრალდებები საქართველოს მიმართ.

და ფარისევლობაა, როდესაც ინსტიტუციები, რომლებიც თავად არ აღიარებენ ეუთო/ოდირის საარჩევნო ანგარიშს, მოგვიწოდებენ კანონებზე ეუთო/ოდირის მომავალი ანგარიშების გათვალისწინებისკენ“, – წერს პაპუაშვილი.