შალვა პაპუაშვილი - გახარიას პარტია პარლამენტში უკვე არის, მანდატებზე უარი არ უთქვამთ და პარლამენტის წევრები არიან, ამომრჩეველს ატყუებენ, რომ თან არიან, თან - არა, ნახევრად ფეხმძიმობა არ არსებობს
მისი პარტია პარლამენტში უკვე არის. თუ ვინმე თავს იკატუნებს, რომ პარლამენტში არ არის, პარლამენტშია, მათ მანდატებზე უარი არ უთქვამთ და ჩვეულებრივად პარლამენტის წევრები არიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა აღნიშნულით უპასუხა კითხვას: „იქიდან გამომდინარე, რომ გიორგი გახარია პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე მიდის, არის თუ არა შესაძლებლობა, გახარიას პარტიამ პარლამენტში საქმიანობა დაიწყოს?“
„თავის ამომრჩეველს ატყუებენ, რომ თან არიან და თან – არა. ასეთი რამ არ ხდება – ნახევრად ფეხმძიმობა არ არსებობს. ასე რომ, პარლამენტის წევრები არიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.