შალვა პაპუაშვილი გაერო-ში მუდმივი წარმომადგენლების დელეგაციას შეხვდა
შალვა პაპუაშვილი გაერო-ში მუდმივი წარმომადგენლების დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაერო-ში ბურუნდის რესპუბლიკის, ქუვეითის, ლესოტოსა და ნეპალის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გაერო-ს წესდების, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვის მნიშვნელობაზე.

„ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ წელს აღინიშნება გაერო-ს დაარსების მე-80 წლისთავი. აღინიშნა გაერო-ს რეფორმირების მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებით.

საუბარი შეეხო საპარლამენტო დიპლომატიის როლს ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებაში.

მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. გაერო-ში მუდმივმა წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული საქართველოს პოლიტიკა. მათ ასევე ხაზი გაუსვეს წარმატებული რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს ღირებულ გამოცდილებას“, – აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.