შალვა პაპუაშვილი - „ფრეიზერის“ ინსტიტუტის მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ანგარიშის მიხედვით, საქართველო უსწრებს ნატო-ს 19 წევრს, ევროკავშირის 16 სახელმწიფოს და ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას
შალვა პაპუაშვილი - „ფრეიზერის“ ინსტიტუტის მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ანგარიშის მიხედვით, საქართველო უსწრებს ნატო-ს 19 წევრს, ევროკავშირის 16 სახელმწიფოს და ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას

მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ორი საფეხურით დაწინაურდა და ევროპაში – მე-15, ხოლო მსოფლიოში 25-ე ადგილზეა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს უსწრებს ნატო-ს 19 წევრს, ევროკავშირის 16 სახელმწიფოს და ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას.

„საქართველოს კიდევ ერთი მყარი წარმატება ობიექტურ ფაქტებში და არა – სუბიექტურ აღქმებში.

„ფრეიზერის“ ინსტიტუტის მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ორი საფეხურით დაწინაურდა და ევროპაში – მე-15, ხოლო მსოფლიოში 25-ე ადგილზეა.

ამრიგად, ჩვენ ვუსწრებთ ნატო-ს 19 წევრს, ევროკავშირის 16 სახელმწიფოს და ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას.

მნიშვნელოვანია, რომ კატეგორიაში „მიუკერძოებელი სასამართლო“ ვუსწრებთ ევროკავშირის ოთხ წევრს და ყველა კანდიდატ ქვეყანას. ეს იმ პირობებში, როცა კანდიდატის სტატუსიც კი არ გვაქვს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.