შალვა პაპუაშვილი ფინეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

17:45, 12.09.2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ კირსტი ნარინენს შეხვდა.

მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია საქართველოსა და ფინეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე, კერძოდ, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესსა და მოლოდინებზე. ხაზი გაესვა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის საქართველოში განხორციელებული ვიზიტის მნიშვნელობასა და ვიზიტის შედეგებს.

მხარეებმა, აგრეთვე, ისაუბრეს საპარლამენტო ურთიერთობების განვითარებაზე და ამ მხრივ შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.

მსგავსი