შალვა პაპუაშვილი - ფინეთის პრემიერთან შეხვედრას განსაკუთრებილი მნიშვნელობა ჰქონდა, ის ერთ-ერთია, ვინც გადაწყვეტილებას მიიღებს კანდიდატობის სტატუსზე, საქართველოს მიმართ მხარდაჭერა ცალსახაა
შალვა პაპუაშვილი - ფინეთის პრემიერთან შეხვედრას განსაკუთრებილი მნიშვნელობა ჰქონდა, ის ერთ-ერთია, ვინც გადაწყვეტილებას მიიღებს კანდიდატობის სტატუსზე, საქართველოს მიმართ მხარდაჭერა ცალსახაა

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შეხვედრა გამართა ფინეთის პრემიერ-მინისტრ სანა მარინთან და ევროპის მინისტრ ტიტი ტუპურაინთან.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ფინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას განსაკუთრებილი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ის არის ადამიანი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობას მიიღებს 23-24 ივნისს ევროპული საბჭოს სხდომაში.

„ის არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებს კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით. ამიტომ, ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი. ფინეთის მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერა ცალსახაა და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ახლა, როცა ევროპული საბჭო იმსჯელებს საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე, ამასთან დაკავშირებით გაითვალისწინონ მათ შორის გეოპოლიტიკური განზომილება ამ საკითხის, რადგან ის, რომ სამმა ქვეყანამ გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე და განაცხადის გაკეთება შესაძლებელი გახდა, ეს იყო ევროკავშირის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება და ახლა სტატუსის მინიჭებაზე უნდა იყოს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა მოლოდინებია ჩვენს საზოგადოებაში. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, ქართულმა საზოგადოებამ მიიღოს ევროკავშირისგან სოლიდარობის ნიშანი და მეორე მხრივ, ევროკავშირმა გააგზავნოს ძალიან ცალსახა სიგნალი რუსეთის მიმართ, რომ აგრესიული დამოკიდებულება მეზობლების მიმართ ევროკავშირისთვის არის მიუღებელი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.