შალვა პაპუაშვილი - ფართოა ჩართულობა არასამთავრობო ორგანიზაციების, ყველა ჯგუფში წარმოდგენილია მინიმუმ ორი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ორას არასამთავრობო ორგანიზაციას
შალვა პაპუაშვილი - ფართოა ჩართულობა არასამთავრობო ორგანიზაციების, ყველა ჯგუფში წარმოდგენილია მინიმუმ ორი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ორას არასამთავრობო ორგანიზაციას

ფართოა ჩართულობა არასამთავრობო ორგანიზაციების, ზოგი ორგანიზაციის განცხადება იყო თითქოს მათ ჰქონდათ სურვილი და ვერ მოხვდნენ, ყველა ჯგუფში არის წარმოდგენილი მინიმუმ ორი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ორას არასამთავრობო ორგანიზაციას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამუშაო პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო ჩართულობა უზრუნველყოფილია და მათ ასევე აქვთ როტაციის საშუალება.

„ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმასთან, რომელშიც ორასამდე არასამთავრობო ორგანიზაცია არის გაერთიანებული, თითქმის ყველა ვინც კი გსმენიათ, ყველა ორგანიზაცია არის ამ პლატფორმაში, და ჩვენ მათთან გვაქვს შეთანხმება, რომ იმისთვის, რომ ჯგუფშიც იყოს თავისთავად სამუშაო გარემო, ვინაიდან არის პარლამენტის წევრები წარმოდგენილი, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, დაგვისახელონ ორი ორგანიზაცია, რომელიც იქნება ამ ჯგუფში, რომელიც თავის მხრივ იქნება ხიდი სამუშაო ჯგუფსა და ორას არასამთავრობო ორგანიზაციას შორის, შესაბამის ანგარიშს ჩააბარებს მათ, მოისმენს პოზიციებს და წარმოადგენს სამუშაო ჯგუფში. და ამავე დროს მათ აქვთ შესაძლებლობა როტაციის, ანუ ორი ადგილი არის გამოყოფილი პლატფორმისთვის და კონკრეტულად რომელი ორგანიზაცია რომელ ღონისძიებას დაესწრება ეს შეუძლია მათ შემდეგ გადაწყვიტონ.  ამიტომ არა თუ ფართო ჩართულობაა უზრუნველყოფილი, თითქმის 200 ორგანიზაციაა ამით პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩართული“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.