შალვა პაპუაშვილი - ევროპულ კონტინენტზე მშვიდობა მხოლოდ მაშინ დამყარდება, როცა მისი უკიდურესი დასავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილები ევროკავშირისა და ნატო-ს ერთიანი ქოლგის ქვეშ იქნება
შალვა პაპუაშვილი - ევროპულ კონტინენტზე მშვიდობა მხოლოდ მაშინ დამყარდება, როცა მისი უკიდურესი დასავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილები ევროკავშირისა და ნატო-ს ერთიანი ქოლგის ქვეშ იქნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ „ტვიტერის“ გვერდზეც წერს.

პაპუაშვილის განცხადებით, ევროპულ კონტინენტზე მშვიდობა მხოლოდ მაშინ დამყარდება, როდესაც მისი უკიდურესი დასავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილები ევროკავშირისა და ნატო-ს ერთიანი ქოლგის ქვეშ იქნება.

„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან, ავგუსტო სანტოს სილვასთან. ევროპულ კონტინენტზე მშვიდობა მხოლოდ მაშინ დამყარდება, როდესაც მისი უკიდურესი დასავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილები ევროკავშირისა და ნატო-ს ერთიანი ქოლგის ქვეშ იქნება. ამ საქმეში პორტუგალიის მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.