შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელს ამოფარებული სიძულვილის არდაგმობა წარმოშობს პროევროპულ ძალადობას, ბრიუსელისგან დაგმობას ამ ჯერზეც არ უნდა ველოდოთ
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელს ამოფარებული სიძულვილის არდაგმობა წარმოშობს პროევროპულ ძალადობას, ბრიუსელისგან დაგმობას ამ ჯერზეც არ უნდა ველოდოთ

ევროპის სახელს ამოფარებული სიძულვილის არდაგმობა წარმოშობს პროევროპულ ძალადობას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

მისივე თქმით, ბრიუსელისგან ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენილი ქმედების დაგმობას ამჯერადაც არ უნდა ველოდოთ.

„ევროპის სახელს ამოფარებული სიძულვილის არდაგმობა წარმოშობს პროევროპულ ძალადობას. ევროპის სახელს ამოფარებული ძალადობის არდაგმობა წარმოშობს პროევროპულ ექსტრემიზმს. ევროპის სახელს ამოფარებული ექსტრემიზმის არდაგმობა წარმოშობს პროევროპულ ტერორიზმს. ბრიუსელმა ეს გზა იმდენად სწრაფად გაიარა, რომ დაგმობას ამ ჯერზეც არ უნდა ველოდოთ“, – წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა დღეს, დილით, გამთენიისას თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.