შალვა პაპუაშვილი - „ევროპის სახალხო პარტიის“ მხრიდან მომდინარე ცრუ ნარატივები ახალი არ არის, ეს არის დეზინფორმაციის გამავრცელებელი და სხვა ხალხებზე თავდამსხმელი პარტია
შალვა პაპუაშვილი - „ევროპის სახალხო პარტიის“ მხრიდან მომდინარე ცრუ ნარატივები ახალი არ არის, ეს არის დეზინფორმაციის გამავრცელებელი და სხვა ხალხებზე თავდამსხმელი პარტია

„ევროპის სახალხო პარტიის“ მხრიდან მომდინარე ცრუ ნარატივები ახალი არ არის, –  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე მძიმეა, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ ერთ-ერთი ძლიერი ევროპული გაერთიანებაა, რომელიც რამდენიმე ქვეყანაშია ხელისუფლებაში, მათ შორის მისი წარმომადგენელია ევროკომისიის პრეზიდენტი.

„ეს არის ღირებულებებისგან დაცლილი, დეზინფორმაციის გამავრცელებელი და სხვა ხალხებზე თავდამსხმელი პარტია. ყველანაირ წერილებს ძალა აქვს დაკარგული ქართველი ხალხისთვის. ამგვარი უცხოელების არცერთი სიტყვა არ ინდობა. ეს ის ხალხია, ვინც უკრაინას ეუბნებოდა, ბოლომდე იდგებოდნენ მათ გვერდით და გუშინ მოვისმინეთ კომენტარები სხვადასხვა ხელისუფლებისგან, ფაქტობრივად უკრაინას უთხრეს, რომ ტერიტორიები უნდა დათმოს. ჩვენ ასეთი მტერ-მოყვარე ბევრი გვყავს, სამწუხაროდ, მაგრამ, საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა ისწავლა, როგორ გაუმკლავდეს ამგვარ მტერ-მოყვარეებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.