შალვა პაპუაშვილი - „ევროპის დემოკრატიის ფონდი“, რომელსაც დაფარული აქვს საკუთარი ხარჯები საქართველოში და არ ამჟღავნებს, პირდაპირ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და არჩევნებში ერევა
შალვა პაპუაშვილი - „ევროპის დემოკრატიის ფონდი“, რომელსაც დაფარული აქვს საკუთარი ხარჯები საქართველოში და არ ამჟღავნებს, პირდაპირ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და არჩევნებში ერევა

ფაქტია, რომ ოპოზიციურ პარტიებს შექმნილი აქვთ სქემა ყალბი „ენჯეოების“ მეშვეობით იმისთვის, რომ უკანონო შემოწირულებები მიიღონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „ევროპის დემოკრატიის ფონდი“, რომელსაც დაფარული აქვს საკუთარი ხარჯები საქართველოში და არ ამჟღავნებს, პირდაპირ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და არჩევნებში ერევა.

„უკანონო შემოწირულებაც არის და უკანონო შემოწირულებაც. საუბარია უცხოეთიდან დაფინანსებაზე. ფაქტობრივად, რასაც ვაკვირდებით, როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციის დიდი ნაწილი პირდაპირ საზღვარგარეთიდან ფინანსდება, რაც, იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო წელი გვაქვს, ტოლფასია საქართველოს არჩევნებში უცხოეთიდან ჩარევის. უცხოეთიდან ჩარევა ერთ-ერთი საფრთხეა, რომელიც ამ არჩევნებშია მოსალოდნელი. უპირველეს ყოვლისა, ეს საფრთხე მომდინარეობს რუსეთიდან. მაგრამ, ხაზს ვუსვამ, მნიშვნელობა არ აქვს, საიდან იქნება ჩარევა – ჩარევა იქნება რუსეთიდან, ევროკავშირის თუ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიიდან, ნებისმიერ ჩარევა ქართველი ხალხის არჩევანში ჩარევაა და სწორედაც რუსული სტილია. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ იმ დონორებს, რომლებიც ამ ფარული სქემის მონაწილეები არიან და მალავენ თავიანთ დაფინანსებას, კიდევ ერთხელ, ერთს დავასახელებ – „ევროპის დემოკრატიის ფონდის”, რომელსაც დაფარული აქვს საკუთარი ხარჯები საქართველოში და არ ამჟღავნებს. ეს ფონდი, როგორც ჩანს, პირდაპირ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და არჩევნებში ერევა. არჩევნების სათანადო ჩატარება ცხრა პუნქტის ერთ-ერთი ნაწილია და ჩვენ მარტო ვერ გავუმკლავდებით. აქ უნდა ჩაერიოს ევროკავშირი, მისი წარმომადგენლობა, ევროკომისია, რადგან „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ არის ევროკავშირის მიერ დაფუძნებული ინსტიტუცია, რომლის მმართველობაშიც ძლიერად არიან წარმოდგენილი ევროპარლამენტარები, მათ შორის ისინი, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, სწორედ ამიტომ ევროკავშირი უნდა ჩაერიოს. თუ ჩვენი საერთო ნებაა, რომ არჩევნები იყოს საფუძვლიანი და პატიოსანი, ამისთვის საჭიროა, აიკრძალოს და შეწყდეს საქართველოში პარტიების პირდაპირი თუ ირიბი დაფინანსება ევროპული არხებიდან, მათ შორის, რუსული არხებიდან. ეს არის ევროკავშირის პასუხისმგებლობა და იმ შემთხვევაში, თუ პარტიების დაფინანსება არ შეწყდება, რა თქმა უნდა, ეს ზიანს მიაყენებს არჩევნებს და ჩარევა იქნება ქართველი ხალხის არჩევანში. მნიშვნელობა არ აქვს, ჩარევა იქნება რუსეთის ტერიტორიიდან, ევროკავშირის თუ ამერიკის, ნებისმიერი ასეთი ჩარევა რუსული სტილია და უნდა შეწყდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.