შალვა პაპუაშვილი - ევროპარლამენტარების განცხადება ცინიზმია, ეს ადამიანები EED-ის ბორდში სხედან, რომელიც „სირცხვილიას“ და „მოლოტოვის კოქტეილების“ კამპანიას აფინანსებდა
შალვა პაპუაშვილი - ევროპარლამენტარების განცხადება ცინიზმია, ეს ადამიანები EED-ის ბორდში სხედან, რომელიც „სირცხვილიას“ და „მოლოტოვის კოქტეილების“ კამპანიას აფინანსებდა

დღეს ვნახე ევროპარლამენტარების განცხადება, ეს უკვე ცინიზმია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან დაინიცირების საკითხზე რამდენიმე ევროპარლამენტარის ერთობლივი განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

„„ევროპის დემოკრატიის ფონდის“ (EED) ბორდში სხედან და ბორდის ხელმძღვანელები არიან. ვიცით, რომ ეს ორგანიზაცია პირდაპირ აფინანსებდა „სირცხვილიას“. „მოლოტოვის კოქტეილების“კამპანიას რომ აფინანსებენ, მერე ამას მალავენ, შემდეგ გამოდიან ცინიკურად და განცხადებებს აკეთებენ, რომ ეს ევროპის ღირებულებებს არ შეესაბამება. ბოდიში მომითხოვია და, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა ევროპის ღირებულებებს შეესაბამება?!“ – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას პარლამენტი 29 აპრილის სასესიო კვირაში დაუბრუნდება.