შალვა პაპუაშვილი - ევროკომისიის შეფასებით, საქართველო ტრიოს ქვეყნებში საუკეთესოა საკითხების ექვსი ჯგუფიდან სამში, მათ შორის ე.წ. ფუნდამენტური სფეროების ჯგუფში
შალვა პაპუაშვილი - ევროკომისიის შეფასებით, საქართველო ტრიოს ქვეყნებში საუკეთესოა საკითხების ექვსი ჯგუფიდან სამში, მათ შორის ე.წ. ფუნდამენტური სფეროების ჯგუფში

ევროკავშირში წევრობის კითხვარის მეორე ნაწილზე ევროკომისიის მიერ მომზადებული შეფასებით, საქართველო ტრიოს ქვეყნებში საუკეთესოა საკითხების ექვსი ჯგუფიდან სამში, მათ შორის ყველაზე მთავარ, ე.წ. ფუნდამენტური სფეროების ჯგუფში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ეს შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ, დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველო შარშან, ივნისშივე უნდა გამხდარიყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფო.

„ეს შეფასება ასევე კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმ ქართველებზე, რომლებიც მაშინ და დღესაც, სიტყვით და წერილობით, შიგნით და გარეთ გვიმტკიცებენ ჩვენ და უმტკიცებენ ევროკავშირს, როგორ არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს. არადა, ამ ანგარიშთან ერთად, მხოლოდ ბოლო დღეებში გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით:

კორუფციის აღქმის ინდექსში ვუსწრებთ ყველა კანდიდატს, ევროკავშირის ცხრა და ნატო-ს 11 წევრ ქვეყანას.

ადამიანის თავისუფლების ინდექსში ვუსწრებთ ყველა კანდიდატს, ევროკავშირის სამ და ნატო-ს შვიდ წევრ ქვეყანას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.