შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ხელშესახები სარგებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან ხუთი წლის იუბილესთან დაკავშირებით „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
როგორც პაპუაშვილი ამბობს, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ხელშესახები საქართველოს მოქალაქეებისთვის.
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ევროკავშირთან/შენგენის ზონასთან უვიზო რეჟიმის ხუთი წლის იუბილეს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ხელშესახები სარგებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ევროკავშირი-საქართველოს მუდმივად მზარდი პარტნიორობის შედეგად. საქართველოს პასპორტს დიდი ღირებულება აქვს, 119 სახელმწიფოში ის 30-ე ადგილზეა გლობალურ რეიტინგში ვიზის/ვიზის გარეშე ჩასვლისას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
Today we mark 5th anniver. of visa-free regime with EU/Schengen Zone – a vital tangible benefit for 🇬🇪’s citizens resulting from ever-increasing 🇪🇺-🇬🇪 partnership. 🇬🇪’s passport has a strong value, being on 30th place in global ranking with no visa/visa on arrival in 119 states. pic.twitter.com/I31ML60vrP
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) March 28, 2022