შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირმა აღმოსავლეთით გაფართოებით მიიღო ის, რომ შეეპარა საბჭოთა კავშირის ბაცილა, რომელიც იდეოლოგიურად ძალიან ვრცელდება და ევროკავშირს საბჭოთა კავშირს ამსგავსებს
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირმა აღმოსავლეთით გაფართოებით მიიღო ის, რომ შეეპარა საბჭოთა კავშირის ბაცილა, რომელიც იდეოლოგიურად ძალიან ვრცელდება და ევროკავშირს საბჭოთა კავშირს ამსგავსებს

ბრიუსელში ძალაუფლება პოსტსაბჭოთა პირებს აქვს ჩაგდებული, საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის სხდომებს რომ ვუყურებთ, საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა გვახსენდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი საბჭოთა კავშირს ემსგავსება.

„ჩვენ არაფრის გადახედვას არ ვაპირებთ,  საკუთარ დამოკიდებულებებს თავად გადახედონ. ევროპარლამენტის ჯგუფი ქართველების მოძულე პოლიტიკას აწარმოებს, რაც სირცხვილია. როგორც წესი, ამ ანგარიშებს  რასა იუკნევიჩიენე ამზადებს ხოლმე, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ ფაშისტური განცხადებებით გამოირჩევა. როცა ანგარიშს ის ადამიანი წერს, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ ფაშისტურ ტერმინოლოგიას იყენებს, ეს კატასტროფაა ევროპისთვის. სამწუხაროდ, დღეს, ბრიუსელში ძალაუფლება პოსტსაბჭოთა პირებს აქვს ჩაგდებული და პირდაპირ საბჭოთა კავშირს ამსგავსებენ. საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის სხდომებს რომ ვუყურებთ ხოლმე, საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა გვახსენდება. შეგიძლიათ, ნახოთ 9 აპრილის შემდეგ გამართული ყრილობა, სადაც ზუსტად ისევე ლანძღავდნენ ქართველებს, როგორც დღეს ევროპარლამენტში ლანძღავენ. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ევროკავშირმა აღმოსავლეთით გაფართოებით მიიღო ის, რომ შეეპარა საბჭოთა კავშირის ბაცილა, რომელიც იდეოლოგიურად ევროკავშირში ძალიან ვრცელდება და მას უფრო და უფრო მეტად საბჭოთა კავშირს ამსგავსებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.