შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროპაგანდისტული მედიები განზრახ თავდასხმას „შეხვედრას“ უწოდებენ, თან, ფორმალურად სხვადასხვა პლატფორმა იდენტურ ტექსტს ავრცელებს
ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროპაგანდისტული მედიები „ონჯი“ და „პუბლიკა“ ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლის ადევნებას და მასზე, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, განზრახ თავდასხმას „შეხვედრას“ უწოდებენ, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხზე თავდასხმას.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მსგავსად, ბრიუსელმაც უარი თქვას პროპაგანდისტული მედიების დაფინანსების მავნე პრაქტიკაზე.
„ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროპაგანდისტული მედიები „ონჯი “და „პუბლიკა“ ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლის ადევნებას და მასზე, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, განზრახ თავდასხმას „შეხვედრას“ უწოდებენ, რათა ამ თავდასხმის სიმძაფრე დააკნინონ.
ამასთან, ორივე, ფორმალურად სხვადასხვა პლატფორმა, სიტყვასიტყვით იდენტურ ტექსტს ავრცელებს, რაც კოორდინირებულ მოქმედებაზე მიუთითებს.
მნიშვნელოვანია, რომ, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მსგავსად, ბრიუსელმაც უარი თქვას პროპაგანდისტული მედიების დაფინანსების მავნე პრაქტიკაზე“, – წერს პაპუაშვილი.
17 მაისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთ კაფეში, სადაც პარლამენტის წევრი მარიამ ლაშხი შვილებთან ერთად იმყოფებოდა, სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“ „ძირს რუსეთის მონები!“