შალვა პაპუაშვილი ესპანეთის სამეფოს წარმომადგენელთა კონგრესის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებსა და წევრებს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ესპანეთის სამეფოს წარმომადგენელთა კონგრესის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებსა და წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ესპანეთის სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებსა და წევრებს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ესპანეთის ურთიერთობებს. ხაზი გაესვა კომიტეტებს შორის კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას.

შალვა პაპუაშვილმა საგარეო საქმეთა კომიტეტს საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიებზე რუსეთის ჯარების ყოფნის დაგმობისა და ამ ორი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ რეზოლუციის მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის ომზე უკრაინაში და მის შედეგებზე ევროპის კონტინენტისთვის, აგრეთვე შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. ხაზი გაესვა საქართველოს წვლილსა და ძალისხმევას ევროპისა და მსოფლიოს მშვიდობასა და უსაფრთხოებაში.

შალვა პაპუაშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს პარლამენტის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროცესზე.

კომიტეტების წევრებმა გამოხატეს ევროკავშირში წევრობის გზაზე საქართველოს სრული მხარდაჭერისა და ესპანეთის გამოცდილების გაზიარების მზაობა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ლევან იოსელიანი,  დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშარია, ლევან ქარუმიძე, ირმა ზავრადაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ლევან მახაშვილი შედიან.