შალვა პაპუაშვილი - ერთადერთი სხვაობაა 2020-სა და 2024 წლებს შორის, ზოგიერთი უცხოელი აქტორი მაშინ იმალებოდა ოპოზიციის და მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ უკან, დღეს პირდაპირ ჩანან
შალვა პაპუაშვილი - ერთადერთი სხვაობაა 2020-სა და 2024 წლებს შორის, ზოგიერთი უცხოელი აქტორი მაშინ იმალებოდა ოპოზიციის და მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ უკან, დღეს პირდაპირ ჩანან

2020 წელი მეორდება, ერთადერთი სხვაობაა 2020-სა და 2024 წლებს შორის – მაშინ ზოგიერთი უცხოელი აქტორი იმალებოდა ოპოზიციის და მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ უკან, დღეს ისინი პირდაპირ ჩანან, რადგან თავიანთი მფარველობის ქვეშ მყოფი პარტიების იმედი არ აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნამ ოპოზიციის ყველა არგუმენტი გააბათილა.

„ვნახეთ, რომ ჩაუშალა ყველანაირი ყალბი ნარატივების მცდელობა, რომლებიც მათ ჰქონდათ არჩევნებთან დაკავშირებით. ვხედავთ კიდეც, რომ საერთოდ არაფერზე საუბრობენ, მათ შორის, არც ჩვენთან დაკავშირებით, რადგან ყველა მათი არგუმენტი, უპირველეს ყოვლისა, გააბათილა ეუთო/ოდირის დასკვნამ. ამიტომაც იყო, რომ მათ საერთაშორისო ზეწოლა მოახდინეს, ლამის პირდაპირ ჩაერივნენ ასამბლეის საქმიანობაში იმით, რომ არ ჩამოუშვეს საქართველომდე საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი. იმის გამო, რომ ქართველ ხალხს პირველი წყაროდან არ მოესმინა შეფასებები, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ დაებლოკათ ვიზიტი, რადგან არ აქვთ არანაირი არგუმენტი, არის აბსოლუტურად სიცარიელეზე. 2020 მეორდება, ზუსტად იგივე ხდება, მაშინაც ყალბი ბრალდებები, ერთადერთი სხვაობაა 2020-სა და 2024 წლებს შორის – მაშინ ზოგიერთი უცხოელი აქტორი იმალებოდა ოპოზიციის და მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ უკან, დღეს ისინი პირდაპირ ჩანან, რადგან არ აქვთ თავიანთი მფარველობის ქვეშ მყოფი პარტიების იმედი. ხედავენ, რომ ხელმოცარული ხალხია და ისინი ქართველი ხალხისგან ნდობას ვერ იმსახურებენ, პირდაპირ ჩაერია ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი და პოლიტიკური დაჯგუფების წევრი იმაში, რომ საქართველოში არიონ-დარიონ სიტუაცია და ჩვეულებრივად დაუქვემდებარონ ქართველი ხალი საკუთარ პოლიტიკურ ნებას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.